ანცοა-ჰοა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანცοა-ჰοა - აფხ. ღვთის წილი. მთელი ოჯახი გროვდება ერთად. ღია კარის წინ ტაბაკს დგამენ და მასზე კონუსური ფორმის მოხარშულ კვერებს დებენ, იმდენს, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ამ მაგიდასთან ჯერ ოჯახის უფროსი მამაკაცი მიდის, ხოლო შემდეგ სხვა წევრები. ანთებენ სანთლებს (აბჟუას აფხაზეთში). ოჯახში უხუცესი მამაკაცი ღვთაებას ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, მათ მიმართ მოწყალებას სიუხვეს და კეთილდღეობას სთხოვს.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები