ანჯელილო ანტონიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტონიო ვალენტინ ანჯელილო (იტალ. Antonio Valentín Angelillo, 5 სექტემბერი 1937, ბუენოს-აირესი — 5 იანვარი 2018, სიენა, ტოსკანა), არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა „რესინტში“, „ბოკა ხუნიორსში“ (1954-57) მილანის „ინტერში“ (1957-61), „რომაში“ (1961-66), „ლეკოში“ (1966-67), „მილანში“ (1967-68), „ჯენოვაში“ (1968-69). არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 13 მატჩი (1966-1967). გაიტანა 12 გოლი. ორი მატჩი ითამაშა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში (1960-1961).