ანჰიდრიდული თაბაშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანჰიდრიდული თაბაშირი − თაბაშირის სახეობა, რომელიც ხასიათდება შენელებული შეკვრის უნარით. შეკვრის დასაწყისი არა უადრეს 30 წუთისა, დასასრული კი – არა უგვიანეს 24 საათისა. მისი მარკებია 5; 10; 15; 20 მპა. გამოიყენება წყობისა და სალესი დუღაბებისათვის, ბეტონებისათვის, ხელოვნური მარმარილოსა და თბოსაიზოლაციო მასალების წარმოებაში.