ან-პვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ან-პვებირმის მუსიკალურ-კომედიური წარმოდგენის სახეობა. მასში მონაწილეობენ მოცეკვავე ქალი და 2 კომიკოსი, რომლებიც ცეკვების შუალედში გაითამაშებენ მხიარულ სცენებს.

ან-პვეს დადგმები განსხვავდებიან ბირმის კლასიკური დრამისაგან ფორმის თავისუფლებით. ცეკვა და სიმღერა გაერთიანებულია. დიდი ადგილი ეთმობა ქალთა სოლო ცეკვებს. შემსრულებლები ბავშვობიდან ეუფლებიან ან-პვეს ხელოვნებას სპეციალიზებულ სკოლებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები