აპარელი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აპარელი - (ფრანგული appareil – ჩასასვლელი), სამხედრო-საინჟინრო საქმეში - მცირედ დაქანებული ჩასასვლელი ციცაბო ადგილებში. აკეთებენ უმთავრესად სანგრებში, აგრეთვე ავტომობილების სადგომებში; გადასაცურავ საშუალებებზე სამხედრო ტექნიკით დამტვირთავი სპეციალური მოწყობილობა. ციხესიმაგრეებში აპარელი ეწყობოდა ქვემეხების ასატანად შემაღლებულ ადგილებზე;
| |