აპაური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აპაური - (აპეური), მოკლე თოკი, რომლითაც უღელი დაემაგრება ხარის კისერზე.
„განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“ - ე.ი. გამოვიხსნათ თავი იმათი უფლობისაგან ანუ ბატონობისაგან და ყოველივე ვალდებულება, რაიც მათ დაგვაკისრეს, განვიშოროთო ჩვენგან (ფსალ. 2,3)
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი