აპოდექტესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აპოდექტესები - (άποδέκται), ათენში ათი მაგისტრატისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც ბულეს ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებდა გადასახადთა შემკრებ უწყებათაგან ფულადი სახსრების მიღებას და უხდიდა მათ ხარჯვით უწყებებს. ეს თანამდებობა კლისთენესმა შემოიღო. პერიკლეს დროიდან მათ წილისყრით ნიშნავდნენ.