აპოსტროფი
აპოსტროფი – (ბერძნ. aposrtophos – უკუმიქცეული). სტრიქონზედა მძიმე, რომელიც სხვადასხვა (განსაკუთრებით ევროპულ) ენაში იხმარება:
1. მომიჯნავე სიტყვების გამაერთიანებლად ერთ-ერთ მათგანში, ჩვეულებრივ, ერთმარცვლიან სიტყვაში ხმოვნის გამოტოეების შედეგად (ფრანგ. L′Humanit, იტალ. L′Unit, ინგლ. you′re <you are, can′t < can not); ნაწილაკდართულ უცხოურ გვარებში (ფრანგ. ჟანა დ′არკი, იტალ. დ′ანუნციო);
2. ნათესაობითი ბრუნვის აღსანიშნავად ორსავე რიცხვში (ინგლ. boy′s, boys′);
3. თანხმოვნის სიმაგრის აღსანიშნავად (რუს. ъ-ის მონაცვლედ), ჩვეულებრივ, მომდევნო რბილი ხმოვნის ან დიფთონგის გავლენის ასაცილებლად (От′езд. შდრ. Отъезд; Об′явление, შდრ. Объявление);
4. ირლანდიურ გვარებში სპეციფიკური თავკიდური ო ხმოვნის მომდევნოდ (ო′კონორი, ო′ნეილი…);
5. სატრანსლიტერაციო ან სატრანსკრიფციო სისტემაში უცხო ენის სხვადასხვა ფონოლოგიური სპეციფიკის
(სიმკვეთრის, პალატალიზაციის, ასპირაციის…) აღსანიშნავად (მაგ. ინგლისურში: არაბ.′აინ-ის, რუს. ъ-ის, ქართ. მკვეთრი კ. პ, ტ, წ, ჭ, ან სხვა ტრადიციით – ფშვინვიერი მ, ფ, თ, ც, ჩ თანხმოვნების გადმოსაცემად).
აპოსტროფი გამოყენებულია ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების ჩაწერისას ორ შემთხვევაში:
1. მაერთებელი და კავშირის ხმოვნის აღსანიშნავად, რომელიც იკარგება წინა სიტყვასთან ამ კავშირის ენკლიტიკურად მიერთებისას: ქალი-დ′ – „ქალი და კაცი“; დიდი
– „დიდი და პატარა“;
2, თუშური დიალექტური ტექსტების ჩაწერისას ხმოვნის ძლიერი დამართვის აღსანიშნავად: გა′ჭენდ′ გამა′ჭენმხედარმა – „გააჭენა და გამოაჭენა მხედარმა ცხენი“.
აპოსტროფი განსხვავდება დიაკრიტიკული (ასოსზედა და ასოსქვედა) ნიშნებისაგან იმით, რომ ცალკე გრაფა უჭირავს, ე.ი. გრაფემის პოზიციაშია.
მ. აფრიდონიძე