აპრიამოვი ენრიკო
ენრიკო ალექსანდრეს ძე აპრიამოვი – (დ.14.03.1954), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (2007).
დაიბადა ქ. თბილისში (საქართველოს სსრ). 1971 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში.
1975 წლიდან მსახურობდა ოცმეთაურად, ბატარეის მეთაურად, შტაბის უფროსად, დივიზიონის მეთაურის მოადგილედ, რეაქტიული საარტილერიო დივიზიონის მეთაურად, ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონის მეთაურად.
1992 წლის ოქტომბერში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკის მეთაურად.
1996 წლის იანვარ-ივლისში სარდლობდა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებას.
1996 წლის ივლის-2000 წლის მარტში-სარდლობდა საარმიო კორპუსს.
2000 წლის 14 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა მთავარი შტაბის უფროსის მოადგილედ. 2000 წლის 30 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა მთავარი შტაბის უფროსის I მოადგილედ.
დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიასთან არსებული უმაღლესი აკადემიური კურსები.
1997 წლის 13 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (სსრკ) და სომხეთის რესპუბლიკის საბრძოლო ჯვრის II ხარ. ორდენით.