აჟია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ჟია (აფხ. Ажьи - „მჭედელი“) – პირველი მჭედელი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, მჭედლობის მფარველმა ღვთაებამ („შაშვი“) სამჭედლო საქმე ასწავლა და ე.წ. ხნაპიკიგრდემლი, კვერი და მარწუხი გადასცა. აჟიამ მოამარაგა აფხაზეთის პირველი მოსახლენი საბრძოლო და სამეურნეო იარაღებით, რითაც ისინი გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა. სწორედ მისი საშუალებით შესწირა ხალხმა ღვთაება შაშვს პირველი მსხვერპლი (გარეთხა). ასე დაფუძნდა სამჭედლო საქმის მფარველის – შაშვის კულტი აფხაზებში. ამ დროიდან მოყოლებული მჭედლები, როგორც განსაკუთრებული საქმის ოსტატები და ღვთაების კულტმსახურნი აფხაზეთში დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდნენ, ითვლებოდნენ ადამიანებსა და შაშვს შორის შუამავლებად, ექიმბაშებად, ჯადოქრებად, ჰქონდათ მათი რიდი (განსაკუთრებით მჭედლის დაწყევლის ეშინოდათ). მჭედლის გაქურდვას ვერავინ გაბედავდა. თუ მჭედელი რომელიმე ხილის ხეს წიდას ჩამოჰკიდებდა, ამ ხის ნაყოფს ხელს ვერავინ ახლებდა.

მჭედლები იცავდნენ ზოგიერთ აკრძალვებს, არ შეეძლოთ აბრეშუმის წარმოება, არ აგებდნენ ფაცხებს შქერისგან, არ კლავდნენ გველს, არ ატარებდნენ ტრაურს და სხვა.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Материалы и исследования. Сух., 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები