აჟიჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჟიჲ - აფხ. მჭედელი, თოქმაჩი. იგი სამჭედლოში ამავე დროს რელიგიურ რიტუალებსაც ასრულებდა. დამნაშავეს სამხელზე (გრდემლი, ურო, მარწუხი) აფიცებდნენ. სამხელის შიში მოსახლეობაში დიდი იყო, ამიტომ ცრუ დაფიცება გამორიცხული იყო.