არაბული ალუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუდა არაბული

არაბული ალუდა – (1938 – 2009), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ დათვისში (დუშეთი); დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში იყო დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, 1967 წლიდან – ბარისახოს საშუალო სკოლა-ინტერნატში ისტორიის მასწავლებელი; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში” და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”; 1974 წელს გამომცემლობა „მერანმა” გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: „ფოთლის გვირგვინოსანი” და „მამულის ხმები”.


* * *
შენ, ჩემო მამულის ცაო,
შენ მზეო, ჩემი დედულის,
ვარ და ვიქნები კვლაცაო,
სანამ შენ ჩუმად მეგულვი.
ქარო, ვისავ და რისაო,
შენ, ქარო, ჩემი ქედების,
ჩემო და არა სხვისაო,
გემორჩილები, გნებდები.
კრთის ვარსკვლავები ცისანი
ამერისა და იმერის;
ალგეთს — „ლეკვები მგლისანი”,
სვანეთს „ლილეო” გიმღერის.
არ მეგულება შენდარი
მზის ვინმე სხვაგან მიმგნები.
სერით სერებზე შემდგარი,
ვიქნებით, სანამ იქნები!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები