არაბული ბაღათერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაღათერ არაბული

არაბული ბაღათერ – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „იხსენებ ჩივილს”, „ჟამი სინათლისა” (1987) „ხევსურული საგა” (2016, ლექს-ანდრეზები). წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ცისკრის” და მისი დამატება „ნობათის” რედაქტორი. არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე.


* * *
არეულია კეთილ-ბოროტი
გაუტანლობით, შურით, ღალატით, _
ვეღარ ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობდით,
ვეღარ დავმალავთ, რასაც ვმალავდით...
დღევანდელ დღისთვის პასუხს ვინ აგებს?
ან მომავლისგან მაინც რას ელი?
დაცემულია ციხე-სიმაგრე
და მეციხოვნეც – უკანასკნელი...
არც გამკითხავი და არც გამგები,
დიდი ხანია, არავინ არ ჩანს,
შენი კოშკები, ბროლით ნაგები,
დღეს სათარეშოდ ეშმაკებს დარჩათ...
უელავს ღამეს მთვარის ნისკარტი,
ცა გადაშლილა ულურჯეს მინდვრად,
მე კვლავ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი,
ასე დიადი და ასე წმინდა...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები