არაბული გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი არაბული

არაბული გიორგი – (1991), ქართველი პოეტი, რეჟისორი. დაიბადა ხევსურეთში, სწავლობდა ჯერ ბარისახოს (1997-2007) და შემდეგ შატილის სკოლაში (2007-2009). 2009-2013 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. 2013 წლიდან არის დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2012 წელს დაიბეჭდა მისი სადებიუტო ლექსების კრებული „გზაზე გასვლა“, 2017 წელს კი გამოიცა მისი მეორე კრებული – „გვრინი“.


* * *
შენ გიდგას ჩემი ნეკნი და
ჩემ გვერდით ზიხარ, სუნთქავ და ცხოვრობ…
და ვიდრე ჩემი ტანიდან გახვალ,
მანამდე ძილი მოგიღებს ბოლოს.…
ძილში სურვილი გვიჩნდება ძერწვის,
ვძერწავთ ჩვენს ოთახს, სახლსა და სოროს.…
გახსოვდეს, ჩემი ერთ-ერთი ნეკნი
შენს მიუწვდომელ სხეულში ცოცხლობს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები