არაგვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაგვა, არაკვა, არაგუა, არაგოვა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1655-1710 მსიმაღლეებზე. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ციხის ნანგრევები და ნაეკლესიარი. დგას ახალი სომხური ეკლესია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1206. მათი უმეტესობა (98 %) სომეხია (2002).