არალეთის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არალეთის ქუჩა − ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ღრმაღელე); ვაზიანის ქუჩიდან იფნის ქუჩამდე. უსახელო ქუჩას არალეთის ქუჩა დაერქვა XX საუკუნის 50-იან წლებში. ზოგ ცნობარში არალეთის ნაცვლად მითითებულია არადეთის ქუჩა.