არასპეციფიკური მწვავე ლარინგიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასპეციფიკური მწვავე ლარინგიტები — მოზრდილებში ეს პათოლოგია გრიპის ან გაციების დროს, ვირუსული ან ბაქტერიული გართულებაა, რომელიც ზედა სასუნთქი გზების დასნებოვნების შედეგია. ძნელია ითქვას მისი მიზეზი ინფექციური გართულებაა თუ ამ გართულების გამო განვითარებული ჰიპერსეკრეციული მოვლენები.

სარჩევი

კატარალური ფორმა – ხმის ჩახლეჩა და ყელის არეში ჩხვლეტები

ხმის ჩახლეჩა ხშირად ტოტალურ აფონიამდე შეიძლება გართულდეს. თუ ამ დროს არ არის სხვა სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, სიცხე, არ არის საჭირო ლარინგოსკოპიის გაკეთება. სასურველია თავი შევიკავოთ ლაპარაკისგან. ძირითადად, ანთების ჩაცხრობა ხერხდება აეროზოლით და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (სტეროიდები).

როდესაც სახეზეა ინფექციური ხასიათი – ჩირქოვანი ნახველი და სუნი, მაშინ შესაძლოა ანტიბიოტიკოთერაპია და სტეროიდები კომბინირებულად ვიხმაროთ.

ფლეგმონოზური ფორმები

ეპიგლოტიტის ენდოსკოპიური და სქემატური სურათი

კლინიკური ნიშნები, როგორც წესი, დისფაგიით და ხახა-ხორხში უცხო სხეულის შეგრძნებით არის გამოხატული.

ამ დროს აუცილებელია, როგორც მინიმუმ, ხორხის დათვალიერება სარკით – (არაპირდაპირი ლარინგოსკოპია) ან, უკეთესი ვარიანტია, ნაზოფიბროსკოპით.

ეს დათვალიერება საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ:

— ხორხსარქველის ფლეგმონა;
— არითენოიდული შეშუპება;

პირველი დაავადება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, რადგანაც მისი გართულება შესაძლოა დისპნოეში გადაიზარდოს.

საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს სტეროიდული თერაპია დიდი დოზით და ანტიბიოტიკოთერაპია დაცული პენიცილინით (MEDROL,Amoxiclav).

აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებით გარდაიცვალა ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი და ამიტომ მას ხშირად პრეზიდენტის დაავადებას უწოდებენ. თუმცა, მისი პირველი აღწერილობა XIII საუკუნეში გვხვდება.

მცირეწლოვანებში

პატარებში ხმის ჩახლეჩა და შეცვლა ხშირად თან სდევს რინოფარინგიტებს.

ამ დროს აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, თუმცა სტეროიდების და ანტიბიოტიკების გამოყენება მხოლოდ მდგომარეობის გართულებისას არის მიზანშეწონილი. უნდა ვუმკურნალოთ რინო-ფარინგიტს და ყველაფერი მალე ალაგდება.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები