არახამია დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით არახამია

არახამია დავით – (1963), ქართველი პოეტი, ძირითადი პროფესიით არის ინჟინერი. დაიბადა სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ); 1970-1980 წლებში სწავლობდა კირცხის საშუალო სკოლაში, 1992 წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (თბილისის ფილიალი) მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი და ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები გერმანულ ენაში (1988 წელს). მუშაობდა საწარმოო გაერთიანება „ისანში”; მისი ლექსები დაიბეჭდა არაერთ გაზეთში, შესულია კრებულში –„თანამედროვე ქართული პოეზია“. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: „ჩამოკრა ზარმა” (2012), „დილის დუმილი” (2014), „მზის საფირონი” (2016).


უფსკრულის თავზე
შემართულია ხელი მსახვრალი,
ქარიშხლის მერე ნაცრად შთენილი.
არა რა რჩება გულს გასახარი,
ისე ვით ფერფლი ცად გაფრენილი.
გამოვექეცი ჩრდილებს საშინელს,
დამიბრუნდება თითქოს ხალისი.
ხვალინდელი დღის სუსხი მაშინებს,
რადგან იმედის ჩქამი არ ისმის.
კვლავ აციმციმდა ვნება ჩვეული
და იხარხარა ბინდში ბუნებამ.
უფსკრულის თავზე თავაწეული,
შევჩერდი სულის მოსაბრუნებლად.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები