არახძავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არახძავ-ი (ოს. Æрæхдзау) — ნართული ეპოსის პერსონაჟი, სოსლანის ძმადნაფიცის, ბეძენაგ ალდარის (სხვა ვარიანტით, დედენაგის), ვაჟი, რომელიც სასწაულებრივად დაიბადა: ერთ ღამეს ქვემო ნართებს (ბორათებს) ბიჭი შეეძინათ, ზემო ნართებს (ახსართაგათებს) – გოგო. ბიჭი აკვნიდან ამოიპარებოდა ხოლმე, ახალშობილ გოგოსთან მივიდოდა მიეპარებოდა და გათენებამდე მასთან რჩებოდა; გოგო დაორსულდა და ოქროსქოჩრიანი ბიჭი გააჩინა. შერცვხენილმა ახსართაგათებმა სათანას რჩევით ბორაანთ თავხეს ბოლო ნაწილი წააჭრეს, ყუთი გააკეთეს და შიგ ახალშობილი ჩასვეს; ყუთს სალტეები შემოუჭირეს და, ბორათებს რომ არ შეეტყოთ ეს თავმოსაჭრელი ამბავი, ზღვაში გადააგდეს (ზოგიერთი გადმოცემით, ზღვაში გადაგდებული ბავშვი მზეთუნახავ უაცირათისა და აცას ვაჟის – თეუეზის შვილია). ყუთი მალევე იპოვეს მეთევზეებმა და თავიანთ უშვილო ალდარს – ბეძენაგს მიუტანეს. ყუთი რომ გახსნა, ბეძენაგ-ალდარმა უზომოდ გაიხარა, ქალი მელოგინედ დააწვინა და გვერდით ბიჭი მიუწვინა. მაცნემ ქვეყანას მოსდო: ბეძენაგს ვაჟი შეეძინაო. ალდარმა თეთრი ხარები თეთრ ბატკნებივით დახოცა და კვირიდან კვირამდე აქეიფა ძეობაზე მოწვეულები. ბიჭი უსახელოდ გაიზარდა და როცა მამას ჰკითხა, სახელს რატომ არ მარქმევო, ბეძენაგმა უპასუხა: სახელი ჩემმა ძმადნაფიცმა სოსლანმა უნდა დაგარქვასო. ნადირობის დროს შემთხვევით გაცნობილმა სოსლანმა მას ბეძენაგის ვაჟი არახძავი დაარქვა. მოგვიანებით ცოლის შესართავად წასული არახძავი ნართების ჭირის – სირდონის გაიძვერობით რძის ტბაში შედის, მუხლებამდე ქვავდება და საკუთარი ისრით სიცოცხლეს ისწრაფებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური პერსონაჟი არახძავის სახელით ეპოსის სხვა გადმოცემებშიც გვხვდება.



ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები