არგას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არგას

არგას - (Argas; ბერძნ. მბრწყინავი) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Argasinae-ს ქვეოჯახს, Argasidae-ს ოჯახს, Arachnoidea-ს კლასს.

Argas persicus (ლათ. სპარსული) – სახეობა „სპარსული ტკიპი“, პარაზიტობს ფრინველებზე. მისი სხეული (სიგრძე 9 მმ-მდე, სიგანე – 6 მმ-მდე) მკვრივი და კვერცხისებრი ფორმისაა. ვენტრალურ მხარეზე ხორთუმია. გვერდითი ნაკერები და რანტები კარგად არის გამოკვეთილი. იგი არის ფრინველის ბორელიოზის, ტუბერკულოზის, ტიფის აღმძვრელების გადამტანი. ბინადრობს საფრინველეებში, გარეული ფრინველების ბუდეებში ან მათ შორიახლოს.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები