არგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგონი − (ბერძ. argós უმოქმედო, ზარმაცი), ინერტული აირი ფერის, გემოსა და სუნის გარეშე. მიიღება ჰაერის ფრაქციული დისტილაციით. გამოიყენება მეტალურგიულ და ქიმიურ პროცესებში ინერტული გარემოს შესაქმნელად (მაგ., ალუმინის, ტიტანის შედუღებისას); შუქტექნიკაში (განმმუხტავი მილაკების დასამზადებლად – ანათებს ლურჯ-ცისფრად); ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, ბირთვულ ტექნიკაში (იონიზაციის მთვლელები და კამერები); ზესუფთა ლითონების მისაღებად; აერონავტიკაში – ხელოვნური სასუნთქი ნარევის დასამზადებლად; მედიცინაში (ძირითადად რადიაქტიური იზოტოპები).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები