არდხორდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძმადგაფიცვის რიტუალი.
სკვითური ბალთა. ძვ. წ. IV ს.

არდხორდ-ი ირ., არდხვარდ-ი დიგ. (ოს. Æрдхорд, æрдхуард – „შეფიცულები“) – ხელოვნურად დანათესავების ერთ-ერთი ფორმა. არდხორდებად იწოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული წესის დაცვით საზეიმოდ დებდნენ საუკუნო ძმობისა და ერთგულების ფიცს.

ფიცის დადების რიტუალი სხვადასხვა ხასიათისა იყო: სასმისში წინასწარ ჩააგდებდნენ ოქროს ან ვერცხლის მონეტას ან სხვა საგანს და შესვამდნენ. უფრო ადრე არხორდის მონაწილენი თავიანთ სისხლს სასმელში შეურევდნენ და დალევდნენ, ან ცეცხლზე დაიფიცებდნენ, ან კიდევ იარაღებს გაცვლიდნენ. დიგორელ ოსებში არდხორდის ინიციატორი თავის ძმობილს ჩუქნიდა უნაგირიან ცხენს, რომელსაც „ბახლავარ არდხორდანი“ ერქვა. ასე შეფიცულები ერთმანეთის მიმართ კანგა ფსიმართა („ძმობილები“) ხდებოდნენ და მათ შორის ისეთი კავშირი მყარდებოდა, რომ თვით სისხლის აღებაშიც კი მონაწილეობდნენ. უნდა ითქვას, რომ დაძმობილების ოსური რიტუალის ზოგიერთი ფორმა საოცარი სიზუსტით ემთხვევა ჰეროდოტეს მიერ აღწერილ სკვითებში მოქმედ ძმადგაფიცვის წესს.



ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Дзадзиев А. Б. Формы искусственного родства у осетин // ВАЭСО. Орджоникидзе, 1984;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები