არევაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით არევაძე

დავით არევაძე – დაიბადა 1941 წლის 7 აგვისტოს თბილისში. — გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (1963).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას (1966-95).
  • 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): დამოუკიდებელი მაჟორიტარი, №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი;
  • საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1992-95).

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები