არეოპაგოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არეოპაგოსი – (არეოპაგი) (ბერძნ.) ბორცვი ათენში, სადაც მდებარეობდა ამავე სახელწოდების სამსჯავრო.
მისი დაარსება მითოსურ ძირებამდე ადის: ჰალიროთოოსს, პოსეიდონის ძეს, მოეწონა არესის ასული ალკიპე და მისი დამორჩილება მოინდომა. ეს რომ არესმა გაიგო, შეუბრალებლად მოკლა ჰალიროთოოსი. პოსეიდონი განრისხდა და ზევსს მოსთხოვა მკვლელის დასჯა. ოლიმპიელთა განმგე ღვთაებამ ერთ მაღალ ბორცვზე მოიწვია ღმერთები სასჯელის გამოსატანად. ღმერთებმა არესი გაამართლეს. ეს იყო მკვლელობასთან დაკავშირებული პირველი სამსჯავრო. ბორცვს, რომელზეც თავშეყრილი იყვნენ ღმერთები, არეოპაგოსი ანუ „არესის ბორცვი“ უწოდეს.