არველაძე შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შოთა არველაძე – (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ) – ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის „მართვეში", „დინამოში“ (1990-1994) და თურქეთის „ტრაბზონსფორში“ (1994). ეროვნულ ჩემპიონატებში ჩაატარა 75 მატჩი და გაიტანა 62 გოლი. საქართველოს 4-გზის ჩემპიონი (1991-94) და სამგზის თასის მფლობელი (1992-94), საქართველოს 1994 წ. საუკეთესო ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი (პირველი:2.9. 1992 ლიტვა 0-1). გაიტანა 5 გოლი.