ართილაყვა რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ართილაყვა

ართილაყვა რევაზ – (1930), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯუმათში (ოზურგეთი); 1960 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას. გამოცემული აქვს კრებულები: „ცა ვარსკვლავებით სავსეა” (1962 წ), „ღია სარკმელი” (1969), „წყურვილი” (1970), „მწიფობისთვე” (1973), „აგუნა” (1975), „სიჩქარე” (1978), „უსასრულობა” (1980), „ფუძის სითბო” (1989 წ).


* * *
სიცოცხლე უნდა შეისისხლხორცო,
როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ მებრძოლს,
ჯერ მამულისთვის უნდა იცოცხლო,
რომ მერე მისთვის სიკვდილი შეძლო.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები