არმაზის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზის ქუჩა − ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში, ადრე ეჩმიაძინის ქუჩა ერქვა. დატანილია თბილისის 1876 და 1934 წლების გეგმებზე. ქუჩის სახელწოდება უკავშირდებოდა იქვე მდგარ XIX საუკუნის ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესიას. 60-იან წლებში არმაზის ქუჩა დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები