არმატურის კარკასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმატურის კარკასი – გრძივი და განივი არმატურის ღეროებით დამზადებული კარკასი, რომელშიც ღეროები გადაკვეთის წერტილში ერთმანეთთან შედუღებითაა დაკავშირებული. კარკასის გრძივი და განივი ღეროები ერთი მიმართულებით შეიძლება იყოს ერთნაირი ან სხვადასხვა დიამეტრის.

არმატურის კარკასი არსებობს ბრტყელი და სივრცითი. ბრტყელ კარკასს აქვს გრძივი და განივი ღეროები განლაგებული ერთ სიბრტყეში და გამოიყენება მცირე სიგანის განივკვეთის რკინაბეტონის კონსტრუქციებში, რომლებიც მუშაობს ღუნვაზე ან გაჭიმვაზე, ხოლო სივრცით კარკასებში განივი და გრძივი არმატურები განლაგებულია სხვადასხვა სიბრტყეში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები