არმატურის საანგარიშო წინაღობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმატურის საანგარიშო წინაღობა (Rs) – მიიღება ნორმატიულ წინაღობაზე დამოკიდებულებით და ჭიმვაზე პირველი და მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობების მიხედვით გამოითვლება ფორმულით: Rs = Rsn /γs, სადაც γs არის არმატურის საიმედოობის კოეფიციენტი. არმატურის საანგარიშო Rsc წინაღობები კუმშვაზე, პირველი ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებისათვის, არმატურის ბეტონთან შეჭიდულობის უზრუნველყოფის პირობებში, მიიღება არაუმეტეს 330 მპა, ხოლო A400 კლასის არმატურისთვის – 170 მპა-ის ტოლი. როდესაც არ არსებობს შეჭიდულობა ბეტონსა და არმატურას შორის, Rsc მნიშვნელობა ნულის ტოლია. არმატურის საანგარიშო წინაღობა მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობების მიხედვით გაანგარიშებისას Rs,ser მიიღება კოეფიციენტით γs = 1,0. განივი არმატურის (ცალუღებისა და აღუნული არმატურის) საანგარიშო RSW წინაღობები Rs-თან შედარებით მცირდება მუშაობის პირობების კოეფიციენტებზე γs1 და γs2-ზე გადამრავლების გზით:

ა) γs1 = 0,8 კოეფიციენტზე, არმატურის სახეობისა და კლასის მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებს არმატურაში ძაბვების არათანაბარ განაწილებას განსახილველი კვეთის სიგრძეზე;
ბ) A400 კლასის ღეროვანი არმატურისათვის, რომლის დი-ამეტრი ნაკლებია გრძივი ღეროების დიამეტრის 1/3-ზე და მავთულოვანი არმატურისათვის შედუღებული კარკასების შემადგენლობაში – γs2 = 0,9 კოეფიციენტზე, რომელიც ითვალისწინებს შედუღებით შეერთების შესაძლო მყიფე რღვევას. ზემოხსენებული მუშაობის პირობების γs1 და γs2 კოეფიციენტების გათვალისწინებით განივი არმატურის (ცალუღებისა და აღუნული არმატურის) საანგარიშო RSW წინაღობების მნიშვნელობების ჭიმვაზე მოყვანილია ნორმატიულ ლიტერატურაში, ხოლო Rs, Rsc, Rsw საანგარიშო წინაღობები, შესაბამის შემთხ-ვევებში, მრავლდება არმატურის მუშაობის პირობების კოეფიციენტებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები