არმიის თავდაცვის ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არმიის თავდაცვის ზღუდე – თავდაცვის ზოლი, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის ტაქტიკურ ზონაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლის აღკვეთისთვის და კონტრდარტყმის მიმყენებელი ჯარების გაშლის უზრუნველსაყოფად.
I მსოფლიო ომში მოგერიებითი ზღუდე ეწყობოდა თავდაცვის მთავარი ზოლის წინა ხაზისგან 25-30 კმ-ზე და ჰქონდა 5-6 კმ სიღრმე. საჭიროების შემთხვევაში მას იკავებდნენ II ეშელონიდან ან მეორეხარისხოვანი მიმართულებებიდან მოხსნილი, აგრეთვე ტაქტიკური ზონიდან უკან დახეული არმიის და ჯარების რეზერვები.