არომატული ხრაშუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aromatuli khrashuna.PNG

არომატული ხრაშუნა (ლათ. Russula xerampelina (Schaeff.: Secr. Fr.) რუს. Сыроежка буреющая)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ – გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ძაბრისებრი, ზოლიან-ბორცვებიანი კიდეებით, დასაწყისში ოდნავ ლორწოვანია, შემდე კი – მშრალი, სხვადასხვანაირადაა შეფერილი: მოღვინისფრო, წითელი, ყავისფერი, მომწვანო-მურა, მოშავო-მურა, ცენტრში უფრო მუქია, კანი ადვილად სძვრება. ფირფიტები ჯერ თეთრია შემდეგ – ღია მოყვითალო, ხელით შეხებისას მუქდება.

ფეხი – 3-10 სმ სიგრძისა და 1.5-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია„ თეთრია, მოვარდისფრო-იისფერი ან მოწითალო, შეხებისას მუქდება.

რბილობი – თეთრია, შემდეგ მუქდება, ქაშაყის სუნი ახასიათებს (ტრიმეთილამინის სუნი).

სპორები – თითქმის სფეროსებრია, ხორკლიანი ზედაპირით, ჟანგმიწისფერი, 8-13X8-12 მკმ.

იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.

შენიშვნა: არომატულ ხრაშუნას აქვს რამდენიმე სახესხვაობა, რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობით განირჩევიან.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები