არონა (ესპანეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არონა – (ინგლ. Arona, რუს. Арона), ქალაქი და კლიმატური საკურორტო ადგილი ტროპიკებში, ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულები), ატლანტის ოკეანის ნაპირზე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციაში, ქ. სანტა-კრუს-დე-ტენერიფედან 81 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 610 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ტროპიკული, პასატური, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან. ზამთარი თბილია და ნესტიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 21°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 27°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 290 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.

არონასა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ენდემური მცენარეულობა (დევის ხეები, კანარის ფინიკის პალმები და კანარის ფიჭვი), ვენახები, ზეთისხილის, ბანანის, ციტრუსებისა და თამბაქოს პლანტაციები.

არონას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტროპიკული, პასატური ჰავა, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან; მარილებით, იონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი და ატლანტის ოკეანის წყალი.

არონას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ოკეანეში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები არონაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

საკურორტო ადგილ არონაში (კაქტუსების პარკი, წყლის ატრაქციონების პარკი „ოქტაპუსი“ და სხვ.),
ქ. სანტა-კრუს-დე-ტენერი- ფეში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის უმწიკვლო განაყოფიერების რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVI-XVII საუკუნეები); საკონცერტო დარბაზი და სხვ.),
ქ. სან-ქრისტობალ- დე-ლა-ლაგუნასა და მის მიდამოებში (XVI საუკუნის ნაგებობები – სანტა- კატალინას რომაულ-კათოლიკური დედათა მონასტერი, სანტურიო დელ ქრისტოს საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი, ნუესტრა-სენიორა-დე-ლა-კონ- სეპსიონის რომაულ-კათოლიკური ეკლესია, ეპისკოპოსის რეზიდენცია და უნივერსიტეტი; ტენერიფეს ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმები და სხვ.),
ქ. გორაჩიკოში (წმიდა ფრანცისკის რომაულ-კათოლიკური მამათა მონასტერი (XVII-XVIII საუკუნეები); წმიდა ანას რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVII-XVIII საუკუნეები); სან-მიგელის ციხესიმაგრე (1575 წელი), ქალაქის მუზეუმი და სხვ.),
ქ. კანდელარიაში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა (XVI-XX საუკუნეები); გუანჩების ბელადების ბრინჯაოს ქანდაკებები და სხვ.),
ქ. ოროტავასა და მის მიდამოებში (XVI-XVIII საუკუნეების სახლები მოჩუქურთმებული ლამაზი აივნებით; XVII-XVIII საუკუნეების წყლის წისქვილები; ქალაქის მუზეუმი; რელიქტური ხეების ტყე და სხვ.),
ქ. პუერტო-დე-ლა-კრუსსა და მის მიდამოებში (წმიდა პედრო გონსალეს თელმოს (San-Telmo) რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (1626 წელი); ნუესტრა-სენიორა-დე-ლა-პენა-დე-ფრანსიას რომაულ- კათოლიკური ეკლესია (XVII საუკუნე); ბოტანიკური ბაღი და ხელოვნურად შექმნილი აუზებისა და კუნძულების კომპლექსი (Lago Martianes); სან-ფილიპეს ციხესიმაგრე (XVI საუკუნე); სამხედრო-საზღვაო მუზეუმი; ლორო პარკი (Loro Park) – ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი და ცირკი ერთ კომპლექსში და სხვ.),
ქ. იკორში (XVI საუკუნის შენობები; გამოქვაბულები, სადაც ცხოვრობდნენ გუანჩები და სხვ.), ქ. ლას-ამერიკასსა და მის მიდამოებში („სიამ პარკი“– აკვა-პარკი; არწივების პარკი და სხვ.), გუანჩების პირამიდები
ქ. გუიმარში (ძვ.წ. V-I საუკუნეები); იგლესია-დე-სანტიაგოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1498 წელი)
ქ. ლოს-რეალესხოსში; ლას-კანიადას-დელ-ტეიდეს ნაციონალური პარკი კუნძულ ტენერიფეს სამხრეთ ნაწილში და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები