არსენალი (თბილისი)
არსენალი(ჩუღურეთი) − დასახლებული უბანი ჩუღურეთში. გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში, მას შემდეგ, რაც არსენალი ღუნიბის მოედნიდან გადაიტანეს მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ჩუღურეთის გორაზე, რომელსაც არსენალის გორა შეერქვა, უბანს კი – „არსენალი“ და თბილისის 1876 წ. გეგმაზე. არსენალმა, როგორც სამხედრო დაწესებულებამ, იარსება XX ს. 30-იან წლებამდე, თუმცა ტოპონიმი დღემდეა შემორჩენილი.
არსენალი თავდაპირველად მდებარეობდა გარეთუბანში. ადგილი სადაც ამჟამად მთავრობის სახლის უკანა კორპუსია, 1816-იდან არსენალის შენობას ეჭირა, ხოლო ქვედა ტერასაზე მოწყობილი იყო მოედანი. 1846 პირველი იანვრიდან მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ბრძანებით არსენალის მოედნიდან, 60-იანი წლებიდან კი – ალექსანდროვის ბაღიდან, ყოველდღიურად შუადღის აღსანიშნავად ისროდნენ ზარბაზნიდან. ეს ტრადიცია გაგრძელდა მას შემდეგ რაც „საათი ზარბაზანი“ ჩუღურეთში არსენალის (ახლანდელი შ. გამცემლიძის) ქუჩის მახლობლად გადაიტანეს (1882); მოიშალა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ.