არტელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არტელი – (რუს. Артель < იტალ. areieri ხელოსნები < arte სამუშაო < ლათ. ars ხელოვნება, ოსტატობა, ხელობა) – ნებაყოფლობითი, ჩვეულებრივ ფიზიკურ პირთა (მოქალაქეთა) დროებითი გაერთიანება სამუშაოების ერთობლივად შესრულების, შრომითი საქმიანობის კოლექტიურ საწყისებზე განხორციელებისათვის. არტელის ქონება, საპაიო შენატანების გარდა, ერთიანი განუყოფელი კოლექტიური საკუთრებაა. ცნობილია, მაგ., ოქროს მომპოვებელთა არტელი, მშენებელთა არტელი და სხვ.