არტილერია (მეცნიერული ცოდნის სისტემა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არტილერია - (ფრანგული atillier – მომზადება, აღჭურვა) - საარტილერიო შეიარაღების მოწყობილობის, მისი საბრძოლო გამოყენების, თვისებებისა და ხერხების შესახებ მეცნიერული ცოდნის სისტემა.
არტილერია, როგორც მეცნიერული ცოდნის სისტემა, სწავლობს საარტილერიო შეიარაღების მოწყობილობის, ექსპლუატაციის, დაპროექტების, წარმოების საკითხებს, მის საბრძოლო თვისებებს, სროლისა და საბრძოლო გამოყენების ხერხებს.
არტილერიის შესახებ მეცნიერული ცოდნის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:ბალისტიკა, მოწყობილობის და დაპროექტების საფუძვლები, მატერიალური ნაწილის წარმოება, რემონტი, შენახვა და ექსპლუატაცია, საბრძოლო გამოყენება, სროლის ცეცხლის მართვის თეორია, არტილერიის ისტორია.
|