არტიმე ლუის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუის არტიმე – (ესპ. Luis Artime; 2 დეკემბერი 1938, ბუენოს-აირესი), არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა „ატალანტაში“ (1958-61), „რივერ პლეიტში“ (1962-65), „ინდენპენდიენტეში“ (1966-68), „პალმეირასში“ (1969) მონტევიდეოს „ნასიონალში“ (1969-71, 1973-74) და „ფლუმინენსეში“ (1972). სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1971). მონაწილეობდა მსოფლიოს 1962 წ. და 1966 წ. ჩემპიონატებში. არტენტინის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი (პირველი: 12.10.1961 პარაგვაი 5-1; ბოლო: 2.2.1967 ურუგვაი 0-1). გაიტანა 24 გოლი.