არუთინოვი ტიგრან
ტიგრან დანიელის ძე არუთინოვი − (01.06.1858 − 10.01.1916), გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1915).
დაიბადა ტფილისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის I სამხედრო გიმნაზია 1875 წელს, ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1877 წელს და კავალერიის ოფიცერთა სკოლა.
მონაწილეობდა 1877-1878 რუსეთ-თურქეთის და 1914-1918 პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის, ვოლგის I პოლკში.
1904-1907 წლებში მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯარის, სუნჟა-ვლადიკავკაზის მე-2 პოლკს, ოსურ რაზმს.
1906 წლის 1 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1907-1912 წლებში მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის I პოლკს.
1912 წლის 5 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1912-1914 წლებში მეთაურობდა კავკასიის კაზაკთა I დივიზიის მე-2 ბრიგადას.
1914 წლის 29 ივლისს დაინიშნა თერგის კაზაკთა I დივიზიის მეთაურად.
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.
გარდაიცვალა მოქმედ არმიაში ავადმყოფობის შემდეგ (სოფელ ნოვოსელიცაში). დაკრძალულია ტფილისში. დაკრძალვის ადგილი უცნობია.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო გიორგის იარაღით (1915 წლის 10 ნოემბერი), წმ. გიორგის IV ხარ.(1916 წლის 10 ივნისი, სიკვდ. შემ დეგ), და რუსეთის ორდენებით. წმ.სტანისლავის III ხარ.(მახვილებითა და ბაფთით-1878) და I ხარ. (მახვილებით-1915), წმ. ანას III ხარ.(1891), წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით – ოფიცრის წოდებებში ოცდახუთწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის - 1903) და III ხარ.(1913). ორდენებით.