არუთუნიანი ვიაჩესლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიაჩესლავ არუთუნიანი

ვიაჩესლავ ვარნაზის ძე არუთუნიანი – (10 .08. 1948 -27.02.2009), სომეხი გენერალ-მაიორი (26.02.1992).

დაიბადა ქ. ახალქალაქში (საქართველოს სსრ). გენერალ ვაგარშაკ არუთუნიანის უფროსი ძმაა.

1968-1973 წლებში სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1979-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში, ავღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში.

1987-1991 წლებში მუშაობდა სომხეთის სსრ ეროვნული უშიშროების აპარატში.

1991-1993 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების მინისტრის I მოადგილედ.

1993-1997 წლებში მუშაობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.

1997-2002 წლებში მუშაობდა სომხეთის განსაკუთრებული სიტუაციების მინისტრად.

დაკრძალულია ქ. მოსკოვში, ხოვანსკის სასაფლაოზე.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები