არუნა (ინდური მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არუნა(ინდ.) კვერცხიდან გამოჩეკილი არსება. იყო ორი ღვიძლი და: ქადრუ და ვინატა, დაქშას ასულები. ქადრუმ დადო ათასი კვერცხი, ვინატამ – მხოლოდ ორი. ხუთასი წლის შემდეგ ქადრუს კვერცხებიდან ათასი ძლიერი გველი გამოიჩეკა, ვინატას ორი კვერცხი კი უნაყოფო ჩანდა. მოუთმენელმა ვინატამ გატეხა ერთი კვერცხი, სადაც მას მოუმწიფარი ნაშიერი დახვდა. ეს იყო არუნა. განრისხებულმა შვილმა დაწყევლა დედა, რომელმაც თავისი მოუთმენლობით არ დაასრულებინა ზრდა მას და მისი სიმახინჯის მიზეზი გახდა. ამ დანაშაულისთვის ვინატას ხუთასი წელი მონობაში უნდა გაეტარებინა. მისჯილი ვადის გასვლის შემდეგ მას გამოიხსნიდა მისი სხვა შვილი, თუკი კვლავ მოუთმენლობას არ გამოიჩენდა და მეორე კვერცხს დროზე ადრე არ გატეხდა. ბოლოს, არუნა მისი ძმის, მეორე კვერცხიდან გამოჩეკილი გარუდას დახმარებით, მზის ღმერთის სურიას მეეტლე და განთიადის ღვთაება გახდა. სახელიც შესაფერისი ჰქონდა „მეწამული“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები