არუნა (ხეთური მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არუნა(ხეთ.) მსოფლიო ოკეანე, ზღვის ღვთაება.

მისი დედაა მკურნალი ქალღმერთი ქამრუსეფა, ვეზირი კი – იმფალური. მას ყოველთვის ახსენებენ ღმერთთა სიაში. არუნა მეტად მღელვარე და საზრიანია. ხეთური მითოსი მოგვითხრობს, როგორ განურისხდა არუნა ცას, დედამიწასა და ადამიანებს და მზის ღმერთი წყალში ჩაიყვანა. მძიმე დღეებმა დაისადგურა ქვეყანაზე... მაშინ გააგზავნა ჭექა-ქუხილის ღმერთმა თელეფინუ, თავისი პირმშო, ოკეანესთან და დაავალა მზის კვლავ ცაზე დაბრუნება. არუნა შეშინდა და მიათხოვა ჭექა-ქუხილის ძეს – თელეფინუს თავისი ასული, თან მზის ღმერთი უთუც გამოაყოლა... არუნამ ჭექა-ქუხილის ღმერთს თავისი ქალიშვილისთვის ურვადი მოსთხოვა. ღმერთებმა მოითათბირეს და ჭექა-ქუხილის ღმერთს არუნასთვის მისაცემად ათასი ხარი და ათასი ცხვარი დაუწესეს. არუნას ლამაზი ქალიშვილები ჰყავდა და ისინი ყველას მოსწონდა. არუნა ასე ახასიათებს სერთაფსურუხის, თავის ასულს – „სიმაღლით სამი უტევანია, სიგანით – ერთი, ხის წვენივით ტკბილია იგი“. მას ქუმარბის მიათხოვებს.


Logo1.JPG არუნა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები