არქეოგრაფია (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არქეოგრაფია (სამხედრო) (ბერძნული archaios – ძველი და grapho – ვწერ) – სამხედრო ისტორიის სპეციალური დამხმარე დარგი, რომლის ამოცანაა სამხედრო-ისტორიული დოკუმენტების მომზადება გამოსაცემად. არქეოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული სამხედრო-ისტორიულ წყაროთმცოდნეობასთან, სამხედრო არქივთმცოდნეობასთან და სხვა სპეციალურ დისციპლინებთან.