არქეოლოგიური გათხრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეოლოგიური გათხრები – მიწის გათხრითი სამუშაოები არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენისა და ისტორიული კვლევის მიზნით. თითოეულ გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ; თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი (ბარი, წერაქვი, დანა, ლანცეტი, ფუნჯი). მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა, აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზეც აისახება კულტურული ფენების თანამიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს შედარებითი ქრონოლოგია. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება პალეობოტანიკური, დენდროქრონო-ლიგიური, პალეომაგნიტური, ქიმიური და სხვა ანალიზებისათვის. არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალისტ არქეოლოგებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვის მიღების შემდეგ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები