არქიტექტურული გეგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არქიტექტურული გეგმა − შენობის, შენობების კომპლექსის, დასახლებული პუნქტის ან მათი ნაწილის ჰორიზონტალური პროექციის გამოსახულება შესრულებული განსაზღვრულ მასშტაბში. გეგმაზე შესაძლებელია ნაჩვენები იქნეს კედლების, გადახურვების, საყრდენების, სვეტების კონსტრუქცია, ავეჯისა და მოწყობილობების განლაგება ინტერიერში, საწარმოო სათავსებში ტექნოლოგიური პროცესების სქემა, ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განაწილება და ა.შ.