არშიიანი აბლაბუდიანი სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არშიიანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius balteatus (Fr.) Fr. რუს.Паутинник полоской)
ქუდი – 3-12 სმ დიამეტრისაა, ამობურცული, ხორცოვანი, ზედაპირი ქეჩისებრია, მშრალი, ზოგჯერ ოდნავ წებოვანი, წითურია ყავისფერამდე; კიდეზე იისფერი არშია აქვს შემოვლებული.
ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 2-4 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში გოგანიერებული, მოთეთრო ან ჟანგმიწისფერია. ფირფიტები შეზრდილია კბილით, ჯერ ღია მოყვითალოა, შემდეგ – ჟანგისფერ-ყავისფერი.
რბილობი – თეთრია, მკვრივი, არასასიამოვნო სუნით.
სპორები – ნუშის ფორმისაა, ნვრილმეჭეჭიანი ზედაპირით, მოყვითალო-მურაა, 8-11X5,8-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში შემოდგომით. საჭმელად არ იხმარება.