არჭილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არჭილო – სოფელი საქართველოში, ხევსურეთში, (დუშეთის რ.), მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
სახელწოდება
ანალოგიური სახელდების მიკროტოპონიმი გვხვდება ხევსურეთის სოფელ ხახმატშიც. არჭილო (ჰარჭილო) ვეინახური (ბაცბური) სიტყვაა და ქართულად ბნელს, შავს ნიშნავს. აღნიშნულ სახელწოდებაში გამოიყოფა აგრეთვე -ლო ელემენტი, რომელიც იმავე ნახური ენის კუთვნილებაა და ხშირად გვხვდება იქაურ ტოპონიმებში როგორც ადგილობითი ბრუნვის ნიშანი -ლო (ლოჰ). იგი ქართულ -თანა სიტყვას მიესადაგება. მაშასადამე არჭილო||ჰარჭილო (← ჸარჭი + ლოჰ) ნიშნავს: „შავ-თანა“, „ბნელ ადგილთანა“. სიტყვასიტყვით: „უმზეო, ჩრდილიანი ადგილი“; სოფელი, რომელსაც მზე ძალზე მცირე ხნით ანათებს“.