ასათიანი გურამ (ფილოსოფოსი)
გურამ ასათიანი – დ. 1927, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1968), უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001) დაიბადა ქ. ოზურგეთში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის უფროს მასწავლებლად, დოცენტად. ხოლო შემდეგ - კათედრის პროფესორად. 1979-1936 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ეთიკისა და მეცნიერული ათეიზმის კათედრის გამგე, 1976 წლიდან კი - ქართული ენციკლოპედიის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელია.
გ. ასათიანის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარება, ეთიკურისა და პოლიტიკურის სინთეზის კანონზომიერება, თანამედროვე სოციოლოგიის ძირითადი მიმდინარეობანი.
თხზულებები
- „თანამედროვე დასავლეთგერმანული პოლიტიკური ფილოსოფია“ (თბილისი, 1966);
- „საზოგადოების სოციალური სტრუქტურა“ (თბილისი, 1969);
- „თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგია“ (თბილისი, 1987);
- „დასავლური პოლიტიკურ-ფილოსოფიური მოძღერებების ისტორია“ (თბილისი, 2003).