ასათიანი კახი
კახი ასათიანი – (დ. 1 იანვარი, 1947, თელავი, საქართველოს სსრ - გ. 20 ნოემბერი, 2002, თბილისი, საქართველო), ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1966-275 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (217 მატჩი, 27 გოლი). სსრ კავშირის ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1967, 1969, 1972). სსრ კავშირის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი (პირველი: 3.3.1968 მექსიკა 0-0, ბოლო: 2.7.1972 არგენტინა 0-1) და გაიტანა 5 გოლი. ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში. საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად თბილისის „დინამოში“ (1986-87). ხელმძღვანელობს საქართველოს სპორტის დეპარტამენტს. თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978–1982), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991–1992), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993–2000).
2002 წლის 20 ნოემბერს კახი ასათიანი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.