ასათიანი ჯაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაბა ასათიანი

ასათიანი ჯაბა – (1945 – 2005), პოეტი, უკრაინული ენის სპეციალისტი და უკრაინული ლიტერატურის მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით კიევში გაემგზავრა, სადაც სამი წელი ისწავლა და იქვე შეუდგა უკრაინული ლიტერატურის თარგმნას; გამოსცა მიხაილო კოციუბინსკის და იური იანოვსკის ნაწარმოებების თარგმანები, თარგმნილი აქვს, აგრეთვე, იაპონელი პოეტის, ტაკამი ძიუნის პოეზია. ჯაბა ასათიანი ორი პოეტური კრებულის ავტორია, უკანასკნელი, შედარებით, სრული კრებული, „სიყვარული დარჩება” 2003 წელს გამოიცა.


მაშინ
როცა დაღლილი თავს ჩამოვდებ
ღამის ცივ მხარზე,თეთრი ყვავილი
ატირდება, ნაწნავს გაიშლის
და ჩემს თვალებში არეკლილი
თბილისის ზეცა დამრჩება,როგორც
საჩუქარი უკანასაკნელი...
როცა სიკვდილი, სულწასული,
ჩემს სახლს მოაგნებს, შინ არ დავხვდები,
შენს ღიმილში გადაკარგული.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები