ასანიძე ამირან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასანიძე ამირან – (1943 – 2001), ქართველი მთარგმნელი. დაიბადა საჩხერეში. თბილისის 62-ე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1962 წელს გააგზავნეს კიევის უნივერსიტეტში უკრაინული ენის შესასწავლად; მან სხვადასხვა დროს თარგმნა ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, პაბლო ტიჩინას, მიკოლა ბაჟანის და სხვა უკრაინელი პოეტების ლექსები. ამირან ასანიძის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, თარგმანები ბულგარული, პოლონური, გერმანული, მოლდოვური, აფხაზური, ოსური და სხვა ენების პოეზიიდან.
- ტარას შევჩენკო, ანდერძი
- თარგმნა ამირან ასანიძემ
- ტარას შევჩენკო, ანდერძი
- როცა მოვკვდე, მიმაბარეთ
- მშობელ უკრაინას,
- ტრამალებში მიმიჩინეთ საუკუნო ბინა,
- კბოდე როა და სათიბი
- ლურჯ ზღვასავით ღელავს,
- დაე, დნიპროს მოძახილი
- იქ მიტკბობდეს სმენას.
- რომ შეღებავს მისი ზვირთი
- ზღვის უსაზღვრო მორევს
- მტრების სისხლით... მაშინ დავთმობ
- ჩემს სამყოფელს სწორედ.
- მაშინ ღმერთთან რომ ვილოცო,
- ავმზევდები ცამდე,
- მანამდე კი რაა ღმერთი,
- ღმერთი როგორ მწამდეს?!
- დამმარხეთ და ბორკილებიც
- და-ცა-ლეწეთ ბარემ!
- დასცხეთ! _ თავისუფლებისთვის
- მტრების სისხლი ღვარეთ!
- რომ იმ ახალ დიდ ოჯახში,
- ფრთაგაშლილებს ყოვლად,
- მიწყივ თბილი, ტკბილი სიტყვით,
- გეთქვათ ჩემი ხსოვნაც.