ასასააირთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასასააირთა (ასასაართა) - აფხ. „სტუმრის მოსვლის ადგილი“. სადაც მიდიან სტუმრები, ე. ი. სასტუმრო. აჯინჯალის მასალებით ამ ნაგებობის ძველი სახელწოდება აჰაჭაშ უნდა ყოფილიყო, თუმცა უკანასკნელი სიტყვა ჰაჭაშ ჩერქეზულია და ასევე სასტუმროს ეწოდება. ნაგებობა სიგრძით 3-4 საჟენამდე იყო, შესასვლელის თავზე ღია შვერილი, ფარდული კეთდებოდა, რომელიც ბოძებს ეყრდნობოდა. აჰაჭაში მრგვალი, წნული, თიხით შელესილი კედლებით, კონუსის ფორმის სახურავით იყო. შიგნით, ერთ მხარეს, მთელ კედელზე გრძელი ხის ტახტი იდგა, რომელიც ნოხით ან ნაბდით ყოფილა დაფარული, მასზე დღისით ბევრ ბალიშს აწყობდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები